შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შვიდობითი 20

გრძნობის ფაქიზ ფანტელებს სულში ფიფქავ ფიფქია
და შორეულ ზღაპარში თეთრი ფრთაები ქრიან,
სულქათქათა ზმანება და სინაზის სტიქია -
მი გულშიგან თეთრ ქალღმერთს მე შენ მიყვარხარ გქვია...

სულს გალობენ ანგელნი და ცა ღმერთისფერია -
ოქროს სხივებს რომ აფრქვევს სინათლის ტაძარია,
ჩემო ნაზო მერიემ სულოქროსფერ ფერია
ფრთიან ლედი სიყვარულს გეძღვნება ეს არია...

მსურს ზეცაზე აგხატო უცისფრეს საოცრებად -
ცეცხლოვან მზე ღვთაების ოქროსფერი სახებით
და წითელი ვარდების მსურს გიძღვნა ამბორება -
სულით მოელვარეო ხატო მზიურ სამების...

ჩემთვის თეთრი ვარდი ხარ და გულში რომ იწვიან -
ის სათუთი გრძნობები შენი ტრფობით ყვავიან...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →