შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ლურჯი მუსიკა

ლურჯი ტყის მეფეთმეფეა
სულმშვიდი თეთრი ირემი,
ლურჯი ზამბახი ხატია
მის გულში მყვავი ედემის...

მზე ნათელია მნათობელთ,
სიყვარული კი ღმერთია,
ბულბული მეფე მგალობელთ,
ყვავილთა მეფა ვარდია...

ია ნაზია პრინცესა,
მთვარის შუქზე სურს ყვაოდეს...
სულში ეს ლურჯი მუსიკა
არ დასრულდება აროდეს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →