შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბავშვებისაა სასუფეველი

დავუხატო ნაზი კოცნა,
ტუჩთან ღიმი ასაოცრდა,
გოგომ ლექსმა, გოგომ ლოცვამ,
გოგომ ხატმა გამაოცა...

არ გვიწყინოს ნეტა ერთმა,
სიყვარულზე მიყვარს ლოცვა,
ვეტრფი ანის, ვყვარობ ქეთას,
და ვოცნებობ ცისფერ კოცნას...

დაგიფიცოთ მინდა ხატზე
და ვით ბავშვმა იცის მორცხვად:
გაკოცებდით ეხლა ღაწვზე -
ჯერ ანის და მერე ქეთას...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →