ჩანაწერი
Laravel
წმიდა სული
ფრთათა ფარფატით ნელა და ჩუმად -
თეთრი ფანტელნი ცით ეშვებიან,
მოდიან ჩემთან და გულის ტუჩებს -
ფაქიზი თრთოლვით ზედ ადნებიან...
თეთრი ამური ვქრი თეთრ რაშებით,
აფრქვევს სითეთრეს ცის ეკლესია,
თვალებში თოვენ თეთრი ვარდები,
რომ მკოცნის თეთრი ანგელოსია...
უკიდეგანოდ თეთრი სინაზით -
არეს რომ ხატავს ზეს თითებია,
მონუსხული ვარ ფიფქთ სილამაზით,
ეს სიყვარული სულის ფრთებია...
უსპეტაკესი და მოიისფრო
უცხო თვალები აქვს ცის ფერიას,
ვეტრფი წმიდა სულ დიდედა სოფოს,
იგ ნაზი ნინა ღმერთისფერია...
თეთრი ფანტელნი ცით ეშვებიან,
მოდიან ჩემთან და გულის ტუჩებს -
ფაქიზი თრთოლვით ზედ ადნებიან...
თეთრი ამური ვქრი თეთრ რაშებით,
აფრქვევს სითეთრეს ცის ეკლესია,
თვალებში თოვენ თეთრი ვარდები,
რომ მკოცნის თეთრი ანგელოსია...
უკიდეგანოდ თეთრი სინაზით -
არეს რომ ხატავს ზეს თითებია,
მონუსხული ვარ ფიფქთ სილამაზით,
ეს სიყვარული სულის ფრთებია...
უსპეტაკესი და მოიისფრო
უცხო თვალები აქვს ცის ფერიას,
ვეტრფი წმიდა სულ დიდედა სოფოს,
იგ ნაზი ნინა ღმერთისფერია...
Laravel
კომენტარი
0