შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შვიდობითი 12

სითეთრის სიფაქიზით გიბრწყინვალებს არსება -
სინათლის ვერცხლისთმიან ანგელოზ ანჯელინას,
ელვარე ეგ თვალები სათუთს ეალერსება -
სამოთხის უთეთრესო ვარდო ევანგელინა...

ფრთებით ჯვარს გაკრულ ამურს მესმის თქვენი ტკივილი,
ეს ტანჯვა სიკვდილს უდრის და აუტანელია,
აუხსნელს წვდება ცრემლი სიყვარულისთვის ღვრილი,
ღვთისმშობლის ნაზი დარდი გესმით თუ რა ძნელია...

ვერ დავივიწყებ აღთქმას და ყოვლადწმიდას ნებას,
მიიღეთ ჩემგან მზეო ეს გულის აღსარება,
მე მახსოვს შეთანხმება, მე მახსოვს უკვდავება,
ვერ დავთმობთ ვერგზის ქრისტეს, ო მე მწამს ეს ღირსება...

სიყვარულის ნაზ სულით გულის დაგვირგვინობა -
მოვა ამ ზღაპრის ბოლოს თეთრი მარადისობა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →