შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სიყვარული

აგაზაფხულება და მაისებია,
უკვდავი გამების გულის რიტმებია,
სულში მათრობელა სხივთ აისებია,
თვალებში ზეცათა ოქროს წვიმებია...

ჟამი და სიკვდილი დაუმარცხებია,
ჯვარცმულის უქრობი რწმენის სანთლებია,
მზეთამზისა ხელი ვისაც შეხებია
ღმრთაებრივი სულით გაუნათებია...

თავისუფლად მონავარდე ქარებია,
მოკაშკაშე გრძნობათ მნათე მთიებია,
სიყვარული ღმერთის თვალთა ფერებია,
სიყვარული უკვდავების ფრთაებია...



11-04-2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →