შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ლოცვა სამებისადმი

სამყაროეთის დიდებაო, მეუფევ მეუფებათაო,
ყოელთა არსთა ხატებაო, გიგალობ შენ ღმერთო ძალთაო...
მამავ, ძევ, სულიწმიდაო, ღმრთაებაო ერთარსებაო,
შემოქმედო ყოვლად წმიდაო, დიდება შენდა სამებაო...
არსებავ ყოვლად მშვენიერო, საოცრებათ საოცრებაო,
დაგვიცევ შენ ყოვლადძლიერო, ინებე ჩვენი ცხონებაო...
უკვდავო და უძლეველო, სიყვარულო, სიცოცხლეო,
სუფევაო საკვირველო, უკვდავგვყავ ყოვლის შემძლეო...

ამინ...

22-12-2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →