შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მე შევიშალე

შენი სიმორცხვით, შენი ფრთაების ციერ სიმდაბლით,
შენი სიტურფით, შენი გულისა უცხო სინაზით,
შენი არსებით, შენი სულით და მისი სიმაღლით,
მე შევიშალე, მე შევიშალე შენ სილამაზით...

მე შევიშალე, მე შევიშალე - შენი ყურებით,
ო, ეგ თვალები, ეგ ღიმილები - სხივებით მწვავენ...
ბაგენი ნაზი, სისათუთითა შემოსილები,
ეგ საკოცნელა, მწიფე ტუჩები -წყურვილით მკლავენ...

ო, ასე ვიწვი და ვეწამები - მწვანე კოცნებით,
ო, მე გავგიჟდი, გავგიჟდი ტრფობით და გრძნეულებით...
შენ სიყვარულით - შენზე ფიქრებით - შენზე ოცნებით,
მე შევიშალე, მე შევიშალე ნაზი გრძნობებით...


06-03-2020
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →