შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

როცა თეთრი თოვლი მოდის

სულში რა ლამაზად ბარდნის,
ფიფქავს ნაზად გულით მორცხვი;
როცა თეთრი თოვლი მოდის,
ცის ქალღმერთი სულზე მკოცნის...
-
გრძნობათ სრული აღმაფრენა,
თოვლთან ერთად გულში მოვა;
სიყვარულის ფიფქთა ცვენა,
აუ - როგორ მიყვარს თოვა...
ნაზად იწყებს სული თრთოლვას,
როცა ფიფქებს ირგვლივ ბარდნის;
იცი როგორ მიყვარს თოვა?
- როგორც არწივს ცად ლაჟვარდი...
თოვლს ველი და ფიფქებს ვეტრფი,
შენთან მოვალ როც ამოვა;
ხელს ჩაგკიდებ, ჩემს მზეს გეტყვი -
"აუ - რა კარგია თოვა"...

16-12-2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →