შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მახსოვს ევა სამოთხეში

ბობოქარია სულის პოეზია, როცა მკვდარია სხეულში ვნება,
მწვერვალი და აპოთეოზია, სიყვარულია ცის ხელოვნება...
მოციალე და ოცნებისფერი, მიმზიდველი, ნაზი და გრძნეული:
მაჯადოებს ქათქათა ფერის, ქალის შიშველი, თეთრი სხეული...
უნატიფესი და თოვლისფერი, თლილი, სათუთი თითები, მწველი,
უფაქიზესი, სინაზისფერი,მწვავს ამბორება გამოუთქმელი...
ოცნების ვარდისფერი ტუჩები, მათზედ წერილი ცის სიმფონია,
სულიდან წამოსული მუხტები, კოცნისას განცდილი ჰარმონია,
სიყვარულისფერი ის თვალები და ზედ წამწამები განთიადის,
თეთრ მზის ღმერთისფერი ღიმილები მე მკლავენ წლებია მირიადი...

23-10-2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →