ჩანაწერი
Laravel
გუგუნებს კავკაზი
სტიქიოენების მხნე იგი მბრძანებელი -
მარადი მებრძოლი საქართველოისა:
აბობოქრებულა იბერიონელი -
იგ უკვდავი სული სვეტიცხოველისა!!
უცხო მოყმე მხედარს აპოკალიპსისა -
თავს ჯიღები ადგას გვირგვინად ძლევების,
მან ღმერთმან გრგვინვის და ჭექა-ქუხილისა
მოზიდა მშვილდი და გასტყორცნა ელვები!!
აბრჭალა ვეფხებრივ მტერი ზეციერის,
მუხლი გაიმაგრა უშიშარმ მგლურადა,
არწივებრ იმზერის მეფე ბერთა-ბერი,
ღრიალებს ლომგული ლომთალომურადა!!
მოაგელვებს თეთრ რაშს გმირი უძლეველი,
მგეს უკან მოყვება -ანგელოზთ არმია!!
იგ უზენაესი აღმდგარა ქართველი,
გუგუნებს კავკაზი, გრგვინავს გივარგია!!
31-03-2019
მარადი მებრძოლი საქართველოისა:
აბობოქრებულა იბერიონელი -
იგ უკვდავი სული სვეტიცხოველისა!!
უცხო მოყმე მხედარს აპოკალიპსისა -
თავს ჯიღები ადგას გვირგვინად ძლევების,
მან ღმერთმან გრგვინვის და ჭექა-ქუხილისა
მოზიდა მშვილდი და გასტყორცნა ელვები!!
აბრჭალა ვეფხებრივ მტერი ზეციერის,
მუხლი გაიმაგრა უშიშარმ მგლურადა,
არწივებრ იმზერის მეფე ბერთა-ბერი,
ღრიალებს ლომგული ლომთალომურადა!!
მოაგელვებს თეთრ რაშს გმირი უძლეველი,
მგეს უკან მოყვება -ანგელოზთ არმია!!
იგ უზენაესი აღმდგარა ქართველი,
გუგუნებს კავკაზი, გრგვინავს გივარგია!!
31-03-2019
Laravel
კომენტარი
0