ჩანაწერი
Laravel
თეთრი ზმანება
ცაა ჩუმი და იღება უცებ სამოთხის კარი,
ცისფერ ღრუბლიდან ეშვება - თეთრი ქალწული თოვლი,
ნისლისფერ მანდილს, უთეთრეს დალალს უწეწავს ქარი,
ფრთათა ფარფატით თოვს ფანტელებს უნაზესად - მთრთთოლი...
ანგელოზთ ჯარი, თან მოსდევს - ფიფქთა ღრუბელი თეთრი,
ასპეტაკებს და ათეთრებს არეს სათუთი სულით,
თეთრი მეუფე, გვერდზე მოყვება უმანკო ღმერთი,
ო, რანაზია, რა სუფთაა - მათი სიყვარული...
რა სიმშვიდეა, წამები ჩერდებ საათის რკალში,
ო, რა ნაზად თოვს, ფიფქია თოვს თეთრ უსასრულობას...
და ცაა ჩუმი, იღება უცებ სამოთხის კარი,
და მე გულით ვგრძნობ, სულით ვეხები - მარადისობას...
22-08-2019

კომენტარი
0