ჩანაწერი
Laravel
ძველ სავარძელზე სულის უკვდავების
როცა სუფთა სინდისს გულით გაუცინებ
და როს სიმშვიდეთის იქმნებ მბრძანებელი,
როცა სიმამაცით შავ სიკვდილს დასცინებ -
მაშინ შეიქმნები სულით უძლეველი...
იყვავებ ეკლიან სულნელოვან ვარდად -
როდესაც სიმართლის გახდები დამცველი,
ღვთაებრიულ შუბლზე ნათლის შარავანდად -
მოგადგება ძველი დიდება ქართველის...
როცა მოთმინებით განსჭვრეტ ყველა სასრულს
და როს სიდიადით გრძნობის დამდაბლდები,
როცა თავს შეწირავ მოყვასის სიყვარულს -
მაშინ აღდგები და მაშინ ამაღლდები...
კაცურს უგალობენ ზეცის ლეგენდები -
როცა შეიყვარებ მაშინ დაბრძენდები -
და ძველ სავარძელზე სულის უკვდავების
ძლევაშემოსილი მძიმედ დაბრძანდები...
და როს სიმშვიდეთის იქმნებ მბრძანებელი,
როცა სიმამაცით შავ სიკვდილს დასცინებ -
მაშინ შეიქმნები სულით უძლეველი...
იყვავებ ეკლიან სულნელოვან ვარდად -
როდესაც სიმართლის გახდები დამცველი,
ღვთაებრიულ შუბლზე ნათლის შარავანდად -
მოგადგება ძველი დიდება ქართველის...
როცა მოთმინებით განსჭვრეტ ყველა სასრულს
და როს სიდიადით გრძნობის დამდაბლდები,
როცა თავს შეწირავ მოყვასის სიყვარულს -
მაშინ აღდგები და მაშინ ამაღლდები...
კაცურს უგალობენ ზეცის ლეგენდები -
როცა შეიყვარებ მაშინ დაბრძენდები -
და ძველ სავარძელზე სულის უკვდავების
ძლევაშემოსილი მძიმედ დაბრძანდები...
Laravel
კომენტარი
0