შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სურვილი

შეშლილ სამყაროს უტიფარ სიღრმეს
ვეთაყვანები დღემდე რატომღაც
მას უნდა ჩემი ტომები მივცე
თუნდაც ეს მიწა იქცეს კატორღად

ჩრდილების ცეკვა ისევ მამხნევებს
ბოროტი სული მდევნის ყოველგან
რა გამაოცებს , რა გამახევებს
ცრუ ჯებირები ყველა მომენგრა

ხმა იდუმალი ბნელში გაჰკივის
რომ ბოროტ სულსაც გადავურჩები
ძველი სრბოლები, მძიმე არქივი
სამყარო მიდის და შენ ნუ რჩები !

უტიფარია სამყაროს სიღრმე
სიკვდილითა და გეენით მსრბოლი
მაგრამ თუ გინდა სუნთქვა და სივრცე
უნდა შეგეძლოს მასთან ქორწილი ▪︎
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →