შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მამა

დამგლოვიარდა მამის თვალები
ადრე რომ ჰგავდა ფერად სტიქიონს
მასში ზღვა დარჩა გარდუცვალები
მთოვარე მოჰგავს მკვნესარ მიკიოტს

იგი დანათის ზღვას ალმაცერად
ქვიშა თესლია გაუთავები
მამის წუხულში არს ბედისწერა
მიჰქრი - მოჰქრიან ნაპირს ნავები

ნაძვები ლპება სოფლის ტალახში
გზად შეყინვია მამის ცრემლები
მამა, რომელიც მოჰგავს მთვარეულს
საუბრობს ღრმად და დანაწევრებით

თავის ქალაში მწიკნის მუდმივად
რომ კაცი იგი იქვევა მიწად
და ბნელი ღამის ეულ ქურდივით
მის ლანდებასაც სიზმარში ვიცავ

წანწალუდან და ხეტიალიდან
ვბრუნდები სოფლად ელჭექ ღებული
რომ დავინახო მოხუცი მამა
სიყმაწვილიდან გაწამებული

ესაა ნაზი შუქი ინტიმის
ჩაბნელებული თეატრის სცენა
წანწალიდან და ხეტიალიდან
სასომიხდილი მთვარეში ვწევარ

მისი უბრალო სათუთი სიტყვა
სიღარიბისგან გახრწნილი კანი
უსამართლობავ გრიგალი გირტყავს
და ყოველივე არის სიზმარი

ჯერ ცოცხალია მისი ვარსკვლავი
უკიდეგანოდ მწუხარე ლამის
წანწალიდან და ხეტიალიდან მახსოვს
შეძრწუნებული თვალები მამის
ბახის ორღანი ველურად კვნესის
სიკვდილის შიში წამართმწბს სასოს

წანწალიდან და ხეტიალ8დან
მარტოდენ მამის თვალები მახსოვს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →