ჩანაწერი
Laravel
ავტოპორტრეტი
მე დავიბადე ღამით მთვარიანში
გრიგალის სვეტით ელჭექ ღებული
მთელი სამყაროა ჩემი არეალი
არყოფნის შიშით ვარ გაფითრებული
წყლის ნაკადებად მოდის სტრიქონები
ვით მშვენიერება ნილოსის
ცივ შუაღამეში ვარსკვლავნი მიგონებენ
ჟამი ნატანჯ ჭურჭელს მიროზგავს
ჩემში საიდუმლო ბედისწერა კივის
არ წარიხვეტება სიზმარი საუკუნოდ
ჩემი თვალები მწველი და ცივი
ცდილობს მარადისი ცას უყუროს
ცა გაიხსნება, გადიყრება ბნელი
მე შევიქენი ბედისგან ხელდასმული
მაშინებს შემზარავი სიკვდილის ცელი
გედის სიმღერა რომ არასდროს დასრულდეს
ამაზე ვოცნებობ უფსკრულთან უსუსური
ვარ რა ლაბირინთით ვნებული
სისხლიან გალიაში ჩიტი ვარ უსასრულო
წმინდანი რუბიკონთან გახევებული
გრიგალის სვეტით ელჭექ ღებული
მთელი სამყაროა ჩემი არეალი
არყოფნის შიშით ვარ გაფითრებული
წყლის ნაკადებად მოდის სტრიქონები
ვით მშვენიერება ნილოსის
ცივ შუაღამეში ვარსკვლავნი მიგონებენ
ჟამი ნატანჯ ჭურჭელს მიროზგავს
ჩემში საიდუმლო ბედისწერა კივის
არ წარიხვეტება სიზმარი საუკუნოდ
ჩემი თვალები მწველი და ცივი
ცდილობს მარადისი ცას უყუროს
ცა გაიხსნება, გადიყრება ბნელი
მე შევიქენი ბედისგან ხელდასმული
მაშინებს შემზარავი სიკვდილის ცელი
გედის სიმღერა რომ არასდროს დასრულდეს
ამაზე ვოცნებობ უფსკრულთან უსუსური
ვარ რა ლაბირინთით ვნებული
სისხლიან გალიაში ჩიტი ვარ უსასრულო
წმინდანი რუბიკონთან გახევებული
Laravel
კომენტარი
0