შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ალეკო

ერთად განვლიეთ ბავშობის წლები
და ვერც ცხოვრებამ ვერ დაგვაცილა
უფსკრული კივის თავისი ცელით
და ყოველივეს აბსურდში ყინავს

აბუჩად გვიგდებს სოფელი ცოდვიანი
მაგრამ მეგობრობა რჩება სათუთი
ვაქირის ნაძვნარებში ისევ მოდის ქარი
წყვეტს ქარი მგლოვიარე მავთულებს

ცრემლები ჩვენს ცხოვრებას ართულებს
აღვდგებით ფერფლიდან ფენიქსურად
მთვარე ღრუბლებში ცურვით გართული
თავის სიჩუმეში შენისლულა

და ჩვენ ისევ ისე ვიცინით ძველებურად
ქარებმა ნისლები რომ გარეკოს
მოდის ნაზი სითბო მეგობრობის
ჩემთან არს მარადისი ალეკო
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →