შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ბრძოლა

ვებრძვი ცეცხლოვან ქერუბიმებს
რათა მოვიპოვო სიცოცხლის ნაყოფი
შუაღამეში გველურ სიმებს
თავს ვესხმი როგორც გზას არყოფნის

ბრძოლა უსაზღვროა კაცის და მდინარის
მთელი სამყაროსი არის ემპირია
ღამეში ქარიშხალი იკივლებს იგი არის
სიცოცხლე ლამაზი ვამპირია

ვარ რა შეწირული დარდით იმქვეყნიურ
შემითრევს ლაბირინთი ქაოსში
წამები მდინარეში ილევიან
სდგას სუნი სასაფლაოსი

გამოვდგე ერთადერთი ვნატრობ
დავუსხლტე ყოველივე ბიწიერს
მოკვდავის სისხლი შექმნილა სამტროდ
როგორც ზეცის მკვიდრი ვიცინი

ვებრძვი ცეცხლოვან ქერუბიმებს
ვარ რა ჩემი მოდგმის დარაჯი
ჩემი ფსიქიკაა ტყე უღრანი
სული ჯერ არ ჰპოვებს განაჩენს !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →