ჩანაწერი
Laravel
ზმანება
ბინდბუნდში გამქრალი სახე ლენორეას
ვით ბრძენი გველის ჩურჩული
გამახსოვრდება ტყედ უსიერად
რამაც გაქცია მძინარე ურჩხულად
ქვეყანა ყაყანი და ღრეობაა
შენ გძინავს დაე გეძინოს
შენი სხივმოსილი ხელოვნება
უცხოდ ააღელვებს ბერწ ნილოსს
იყუჩე სულო სარკოფაგში
მღვიძარ იყავი ქამელეონი
მთვრალი ხომალდი მარტოდ ზღვაში
უძლებს ქარიშხლების ღრეობას
ბინდბუნდში გამქრალი ლენორეას
შენს საბედისწერო გულისთქმას
უდაბნოს ცხელ ქარებში ეომება
ცა მოჰგავს ღამიანი ყორნის ფრთას
ეწვალე სანამდის ლეთეს უცქერ
მთვარე თრთის ცად გამოვარდნილი
იქმენი მარადისი შვილი უძღები
უვხო მისტერიის უძღები ნადირი
ჰქრის აღვირახსნილი ქარიშხალი
თვალი გაახილე, ყოველი ზმანებაა
სისხლი წარმართი დამნაშავის
არის მიზეზი და გზა ვნებაა !
მიდიხარ იწროებით და წრწოლვით
გზა ტანჯვის ქვეყანსა ზედა
განიმტკივარე ცა დანაწოლი
დაწერე რასაც კი ხედავ
ვით ბრძენი გველის ჩურჩული
გამახსოვრდება ტყედ უსიერად
რამაც გაქცია მძინარე ურჩხულად
ქვეყანა ყაყანი და ღრეობაა
შენ გძინავს დაე გეძინოს
შენი სხივმოსილი ხელოვნება
უცხოდ ააღელვებს ბერწ ნილოსს
იყუჩე სულო სარკოფაგში
მღვიძარ იყავი ქამელეონი
მთვრალი ხომალდი მარტოდ ზღვაში
უძლებს ქარიშხლების ღრეობას
ბინდბუნდში გამქრალი ლენორეას
შენს საბედისწერო გულისთქმას
უდაბნოს ცხელ ქარებში ეომება
ცა მოჰგავს ღამიანი ყორნის ფრთას
ეწვალე სანამდის ლეთეს უცქერ
მთვარე თრთის ცად გამოვარდნილი
იქმენი მარადისი შვილი უძღები
უვხო მისტერიის უძღები ნადირი
ჰქრის აღვირახსნილი ქარიშხალი
თვალი გაახილე, ყოველი ზმანებაა
სისხლი წარმართი დამნაშავის
არის მიზეზი და გზა ვნებაა !
მიდიხარ იწროებით და წრწოლვით
გზა ტანჯვის ქვეყანსა ზედა
განიმტკივარე ცა დანაწოლი
დაწერე რასაც კი ხედავ
Laravel
კომენტარი
0