შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სოფლად

ზაფხულის ხვატში ჩავედი სოფლად
მთლად მარტოსული სოფელი დამხვდა
ხეებს ებურა თეთრი ქსოვილი
ბეღურა ყივის ძველებურ სახლთან

ცხელა, მტვრისაგან ბურუსი დგება
მოსაღამოვდა, ყეფენ ძაღლები
ჩიტთა ორგიით ჰანგი გამეფდა
სულის ნაპრალნი პირს დააღებენ

მე მგლოვიარე ვარ რა ჰანგებით
მამის ამბორით განაწამები
მისი ალერსით ბედით განგმირულს
მტკივან სულიდან ცრემლი ზვავდება

ზარები რეკენ , ყივის ბეღურა
მთვარე აყვითლებს შუქით მიდამოს
ალეკო არის ჩემთან ხლებული
კვლავ თავის ბედის სიმწარით ავობს

სოფელმა იყუჩა თავის სატკივარში
დუმან საკვირველად ბებერი კაკლებიც
დაე დუმილმავე იგრძნოს დაკივლება
სანამ სამუდამოდ უფსკრულში გავქრები !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →