შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სევდის მინორი

მიწა საბრალოთა სისხლით იპოხება
ხანძრით ფეთქავენ შორეთში მთიები
სადმე უდაბნოს მკვდარს გიპოვნიან
შურს იძიებენ ერინიები

ტყედ დაირწევა სევდის მინორი
ტყეში შევხიზნავ ჩემს შეშლილ ფსიქეს
ერინიების მომყვება ქორო
პანაშვიდებმა სული გახლიჩეს

ნიანგის ცრემლით ტირის მდინარეც
ღამეში კოშმარს ხატავს გოია
მზოლოდ ნუგეშად დამყვება მთვარე
მთვარის ველური პარანოია

გამეშვით ყველა , ვარ მარტოობის
უკაცრიელი გველი ედემის
ჩემშია მხოლოდ ეული ღამე
და ამ ღამეში ნელა ვბერდები ▪︎
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →