ჩანაწერი
Laravel
შაგანეს დატირება
შაგანე შავ ღამეს წვები კუბოში
ნაწნავი შავგრემანი ბნელში ქრება
ალბათ აღარ გესმის ლამაზო შაგანე
კუბოში ჩამოყოლილ ორღანის დატირება
ზღვის ქაფი ედება ვენერას ნიჟარას
შენც ვენერული გსდევნიდა მშვენება
შენც გული გქონია შაგანე მშიშარა
კუბოში რომ გესმა ბნელის შეჭენება
არყებიც ქარბუქში შენს ბედზე გლოვობენ
შაგანე შავ ღამეს ყოველი დასრულდა
ანგელოზების მოფრენილ ქოროებს
შესჩივლე რომ ავი სიზმარი აღსრულდა
შაგანე ტირიან ღამეში ჩამდნარი
ვარსკვლავთა დასების ურიცხვი ამალა
არ გსურთ ტყეებო მუსიკა დამთავრდეს
მუსიკა მგლოვარი ხეების წამალი
შავი პროცესია , დაკრძალვა სილამაზის
არ დაიბადები მეორედ ქალწულო
მიწაში წავიდა სიმღერა სირინოზის
გლოვის ქარიშხალში პოეტიც დამწუხრდა ▪︎
ნაწნავი შავგრემანი ბნელში ქრება
ალბათ აღარ გესმის ლამაზო შაგანე
კუბოში ჩამოყოლილ ორღანის დატირება
ზღვის ქაფი ედება ვენერას ნიჟარას
შენც ვენერული გსდევნიდა მშვენება
შენც გული გქონია შაგანე მშიშარა
კუბოში რომ გესმა ბნელის შეჭენება
არყებიც ქარბუქში შენს ბედზე გლოვობენ
შაგანე შავ ღამეს ყოველი დასრულდა
ანგელოზების მოფრენილ ქოროებს
შესჩივლე რომ ავი სიზმარი აღსრულდა
შაგანე ტირიან ღამეში ჩამდნარი
ვარსკვლავთა დასების ურიცხვი ამალა
არ გსურთ ტყეებო მუსიკა დამთავრდეს
მუსიკა მგლოვარი ხეების წამალი
შავი პროცესია , დაკრძალვა სილამაზის
არ დაიბადები მეორედ ქალწულო
მიწაში წავიდა სიმღერა სირინოზის
გლოვის ქარიშხალში პოეტიც დამწუხრდა ▪︎
Laravel
კომენტარი
1