შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ნარგიზის ზმანება

საფლავზე დაწვება ზმანება ნარგიზის
ცეცხლს აგიზგიზებს ზაფხული მკერდიდან
გადვუჩურჩულებ ორაკულს, მისანს
რა მელოდება ღამეში ციდან ?

ცის სიჩუმეში ნარგიზი იყვავილებს
ქვის იდუმალებით იღვიძებს სფინქსი
ჩემს სულში ბორგავს წასული სიყმაწვილე
გველი დაიწყებს შავეთის სისინს

ცეცხლი გიზგიზებს , ტყეები იწვიან
მთაში მირაკრაკებს ნელად ნაკადული
ყორანი სარკმელზე ბნელში აკაკუნებს
მე ხილვებს ვდარაჯობ სასტიკს და მიწიანს▪︎

მომაკვდავ ნარგიზებს ხატავს კარავაჯო
მაინც არასდროს ნარგიზი არ კვდება
ბნელეთის სიზმარში სნეული ქარი ქაჯობს
მთოვარე დასტორის ვარსკვლავთა დაცემას ▪︎
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →