შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მზის ცრემლები

მზე კლდის ნაპრალებში ჩამწყვდეული
ქალწულის ცრემლით ნელა ტიროდა
ქვეყნად დასადგურდა წითელი სიკვდილი
კლდეს შხამი გადმოსდიოდა

შხამიან კლდეებს ჯიხვები არ ტოვებენ
მნათობის სილამაზით დატყვდნენ
რამდენი ცრემლი საბრალომ გადმოვღვარე
მსდევს წითელ სიკვდილის ქარ- ცეცხლი

მზეო არ მოკვდინდე, კუბოში არ ჩაწვე
ისეგ აღორძინდი სხივებით თაფლოვანი
ეს ჩემი სული ყოვლისგან განძარცვული
მიწად უშენობით არის საპყრობილე

ყველაფერს შეჭამს წითელი სიკვდილი
წითელი სიკვდილის ვერაგი აგონია
პოეტო მზის სიკვდილზეც შეძელი სიცილი
შემი გულის ფეთქვა ბნელეთის დრაკონია ▪︎
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →