შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ობერის მინორი

ტბა გაყინულა ობერის
ედგარ პოს ცრემლის შიშია
უსამართლოა სოფელი
სოფელი ქვა და გიჟია

ქარით ნარწევი ტყე - ველი
სევდაა ვილჯინიასი
არ არის სასუფეველი
ქარი გამკივან ღრიალებს

ცეკვავს ხე ჰერმაფროდიტი
ქარი გამკივან თარეშობს
ობერის ტბაა გოდების
მთვარე დაგორავს ყანებში

მთვარე ობერის სისხლია
მისი საშოდან ნაშვები
თვალებში კუბოს ზიზღია
არსით არ არის საშველი

მჭკნარი ფოთლები ელავენ
სიჩუმე ტირის ედგარზე
სამყარო ქოფაკი გველია
პოეტი არ არის ნეტარი

მხოლოდ ყორანის დუმილი
ქერუბიმების წყევლაა
ობერის ტბაში ცა ყმუის
სიცოცხლე კაცის ელვაა

გამოჩნდება და გაქრება
მიწაა ცრუ და საკანი
ნუთუ მეც ასე გავქრები
მთებს განვშორდები საყვარელს

გაყინულია ობერი
აქ ალაზანიც ცივია
სიცოცხლეს , ვამპირს მოფრენილს
სიკვდილით დაუძინია

ჩემი ურჩხული სულია
ღამისთენებით დაღლილი
არ არის არსად მკურნალი
მხოლოდ არს ღამის ნაღველი ▪︎

იალდაბუთის წყევლაა
ქვეყანა ჩვენი მირაჟი
სიცოცხლეს ვერსად მივაგენ
ვერასგზით ზღაპრულ ხილვაში !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →