შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ხიყვითლე

ვინსენტ ვან გოგს

თითქოს კრუნჩხვიან ბავშვის სევდაა
ყვითელი ფერი მოლბერტს შემხმარი
ცხოვრება შენთვის სახრჩობელაა
და სიღარიბე შავად შემკვდარი

არ ტოვებ არსად მზესა და აბსენტს
კარტოფილს ჭამენ გონჯი მუშები
და ყურნათალი სიგიჟის საზღვრებს
გადასცდი უკვე, თავს ვერ უშველი

მკვდარ ხორბლის ყანებს კვიპაროსები
ღამეს უთევენ მეფობს სიყვითლე
და ღამურები ბეთლემის ბოსელს
ჩვილის საჭმელად ცას შეეჭიდნენ

ჩვილი მესიის დასახიჩრება
შენს ტილოებში სისხლის ჩაქცევად
გადიქცა, თითქოს კიბო აქვს მიწას
და ყველა ცდილობს მისგან გაქცევას !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →