შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ამაოა ყოველი

არ სძინავს არა, მხეცს ჩემში დამალულს
მთვარემ დაღვარა სისხლი გრაალის
ღამე ცივია როგორც სამარე
სულ ეკლის გზაა მარტოდ სავალი
ცივი სოფელი

სული დემონთა კურთხევის ჯვარი
შეურყვნელ ცეცხლით განიბანება
მე დაცემული ანგელოზი ტყედ შევიფარე
მასაც სწყურია ცა, შეყვარება
ცივი სოფელი

წუთისოფლის თავზედ ვლივლივებ
ფრთები შევისხი , დავტოვე მიწა
ჩემში ჩასახულ მოკვდავ გვირილებს
ჩემივე სულის ტაძარი იცავს
ცივი სოფელი

გაჭრილ მიწაში ფოთლებივით მივეხვეტებით
გადააწვება ყოველივეს მშვიდი უკუნი
თითქოს სიზმარში ერთხელ ვჩერდებით
ერთხელ ვცხოვრობთ და ტანჯვით ვსლუკუნებთ
ცივი სოფელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →