შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დავითის ფესვი

კრავი შვიდი რქით და შვიდი თვალით
ცის თაღზე იჯდა ვით ქრისტეს ხილვა
არ წაიშლება სიცოცხლის კვალი
სინაის მთაზე ჯიხვების გმინვა

ეს სიზმარია, ტილო ძვირფასი
მწვავდეს ჯიხვების კლდეზე ნავარდი
ცაში ავფრინდი ვით იკაროსი
შემდეგ ქვითინით მიწას დავვარდი

სულში სეირნობს სისხლად ყაყაჩო
არ ემონება სიკვდილს მწვალებელს
.ჩემგან წასულა და განდგომილ ზამთარს
ისე მივიღებ როგორც მყვარებელს

წმინდა ცისკარზე გოდებს უარალი
ცეცხლის მოდება, ტანჯვა სპეტაკი
ციური ღაღადი , ცრემლების ღვარი
ცრემლთა ნაკადული, ცათა სპექტაკლი

ნეტავ გავცილდე საზღვრებს მატერიის
არც დემონს, არც ანგელოზს არ ვეცოდები
სისხლის სიჩუმე შეეზიზღა ჩემს არტერიებს
ხმაურობს სისხლი, საფლავის ლოდები

სულ დავიწყებას მიეცემიან
ჩემში კვლავ ცოცხლობს დავითის ფესვი
დიდი ხანია, უკვე წლებია
თავს სიზმარივით გრიგალი მესხმის▪︎
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →