შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მზისგან დევნილი

მზისაგან დევნილი

ვარსკვლავნი მისცემიან ფიქრებს შავნაღვლიანს
მეც ფიქრებს გავყევი მარტოდშთენილი
სიცოცხლევ, როგორ, როგორ დავღლილვარ
იკარეს ვტიროდე მზისაგან დევნილი

სიმღერა ჩემი მომაკვდავი დღეების სრბოლას
მიყვება როგორც ბეღურა ზამთარს
სისხლი მდუღარი არ შეწყვეტს ბრძოლას
ვარსკვლავს გაყვება ღამეში ჩამდნარს

შავეთის წყალთა გადაღმა ვიფრენ
როგორც არწივი ფრთებმომნუსხველი
ვარამს შევჩივლებ ვაჟას ხმელ წიფელს
ვარ სევდა ტყეებს დაკარგულ შველის

მძლეველი სისპეტაკით მოსილი ივლის
გადმოგაფურთხებ ბაგეთაგან სიკვდილის ცელო
შიში გაქრობის, მუდმივი ძილის
მინდა დიადი სიცოცხლით ვწყევლო !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →