შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე და ალეკო

სოფლად თავისთვის ბალახს სძოვს ძროხა
ბალახი ქარით ირხევა, ტოკავს

მე და ალეკო მივდივართ მარტო
თითქოს მზე ციდან რითმებად მათოვს

სოფელი ისევ ისეთი არის
ზაფხულის სიცხით უღონო, მკვდარი

ძროხას დავცილდით, მოჩანს ნაძვები
დრო მოვა ორივე საფლავში ჩავწვებით

ერთმანეთს ვანდობთ საკუთარ ჭრილობას
ვსაუბრობთ, ვიკლავთ მოწყენილობას

ვაქირი ისევ ჩვენ არ გვშორდება
თითქოს არც არვინ არ გველოდება

მე და ალეკო სოფლად ვსეირნობთ
და ერთმანეთით ვსუნთქავთ , ვზეიმობთ

გაქრება ერთხელ ყოველი გულო
წამით გაფრენა არ შეიძულო !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →