შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დასასრულის აგონია

მოხუც მამაში პოეტის სულია
ჩემთვის მის მსგავსად აქ არვის უვლია

ხშირად მარტოსული დუდუნებს ბალახთან
მას ბრძოლა ერგუნა სოფლის ტალახთან

მწველი ოცნებანი დრომ თითქოს წაიღო
მეშინის, სიბერის სარკმელი გაიღო

სითბოა ხელებში , დაკოჟრილს შრომისგან
ღამე ხარხარებს, ვიწვი გლოვისგან

მე დასასრულის შიშით ვკანკალებ
სიკვდილზე ჩურჩულებს მთოვარე ნამგალი

სიკვდილი ქურდულად თვალში ჩაბუდდა
თუ კუბოს ჩაწვა და აღარ დაბრუნდა

უმისოდ ცხოვრებას მე არ ვაპირებ
არ სძინავს სუიციდს ვით ტყეში ვამპირებს

ეს დასასრულის არის აგონია
სული წინასწარ საფლავს ჩამყოლია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →