ჩანაწერი
Laravel
მზის ჭამა
სულის პარანოია ღამის კოშმარებია
გაუხწრნელი გოია, ესპანური კოლოსი
სანუკვარი ხილვებით სიზმარს მოშიებია
და სიკვდილი ლაქია ძვრება თავის სოროში !
შორეული ჰიმნები, ბუმბერაზთა აღდგომა
მოლბერტზე ზეკაცის ნაქცევი სისხლია
უბედური სიბერე, ყველასაგან განდგომა
მახას შემოჭენება შავი კუბოს ზიზღია
მახას შემოჭენება ვით ქაოსის მხედარის
არის გვემა თითების, ბიბლიური ზვარაკი
ღამე სასაფლაოზე დატირება კენტავრის
სილამაზის ორგია, შავი ფუნჯით ჭამა მზის
მზის ჭამა ფუნჯით, კოშმარი, კოშმარი
ხიშტებით მკვდარი ფორთოხლის ნათება
შელოცვა ზამთარის, ნერვების მთოშავი
გრანადას სამრეკლოს დემონად ატყდება !
გაუხწრნელი გოია, ესპანური კოლოსი
სანუკვარი ხილვებით სიზმარს მოშიებია
და სიკვდილი ლაქია ძვრება თავის სოროში !
შორეული ჰიმნები, ბუმბერაზთა აღდგომა
მოლბერტზე ზეკაცის ნაქცევი სისხლია
უბედური სიბერე, ყველასაგან განდგომა
მახას შემოჭენება შავი კუბოს ზიზღია
მახას შემოჭენება ვით ქაოსის მხედარის
არის გვემა თითების, ბიბლიური ზვარაკი
ღამე სასაფლაოზე დატირება კენტავრის
სილამაზის ორგია, შავი ფუნჯით ჭამა მზის
მზის ჭამა ფუნჯით, კოშმარი, კოშმარი
ხიშტებით მკვდარი ფორთოხლის ნათება
შელოცვა ზამთარის, ნერვების მთოშავი
გრანადას სამრეკლოს დემონად ატყდება !
Laravel
კომენტარი
0