შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჩემი ბედისწერა

ჩემი ბედისწერა ცისკრის ჩაშავება
არის ნელი სუნთქვა ღამით ნაზი პეპლის
არ მინდა არავისთვის რამის დაშავება
ჩუმად ღვთაებრივი ცეცხლით დავიწვები

ტკბობა განდეგილის, ყინვა მღვიმეების
არ არს წალკოტი და არ არს მოსვენება
საკუთარი გოლგოთის ჯვარი მომინელებს
და ფიქრი დამღუპველი, კუბოს მოჩვენება

სულის მოლბერტია დიტეს კაეშანი
დროში არ გავქრები, მოვკალ დავიწყება
მიწას ღამესავით ფრთებად გავეშალე
სოფლის სიჩუმეში ვღერი ნავის წყლებთან !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →