შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

განწირული ფრთები

ცეცხლის წვიმისგან დასეტყვილი ჩემი თვალები
გადახურებულ ვარსკვლავებს ჰგვანან
რექვიემების რეკენ ზარები
რეკონ ზარებმა სანამ მეც წავალ

მართალი გრძნობით ელდანაკრავი
ეტლით მზეს ვდევნი ვით ფაეტონი
მინდა რომ ჩემი ობოლ საკრავით
ქვადქმნილი სულით მზეს გავეტოლო

მდევნის ურჩხული წაბილწული ქვეყნიერების
მაჟრჟოლებს მუდამ სიკვდილის შიში
ცისფერი რაშით ცის ეტლს ვაჭენებ
ცისკრის ნათების სიმღერად ვიშვი

ქრება სანთელი , კვდება სანთელი
დნება თოვლივით ფრთები იკარეს
ჩემი სიცოცხლე და ჟრუანტელი
და დრო რომელიც გადამიყვარებს

პირშექცეული ღმერთების დასებს
მგავს ჯიოკონდა უკვდავ ღიმილით
ჭრილობა ჩემი მთვარეა სავსე
ჩემებრ რომ იწვის ღამის ტკივილით !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →