შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ვარსკვლავის სიმღერა

მე შენს სიყვარულს დემონები ვერ ამომგლეჯენ შავი გულიდან
რადგანაც გული ჩემი ისე შაავია არ აქვს არავის
ქვესკნელის პრინცი შენთან გაჩნდა დასასრულიდან
უამრავ ვნების, ტკივილის და განცდის მფარავი.

რაა სიკვდილი მითხარ მაინც ამ ჩემს ვნებასთან
ნოემბრის ყინულს თეთრი შუქი მზედ დააჭკნება
დავწვები მალე მთვარის შუქზე დაღამებასთან
და ჩემი სული სევდის შხამით ქარს დააცხრება.

დააორსულებს ქალწულ გრიგალს, ბადებს იდუმალს
მთის ქვეშ სინაზით ედელვაისს აამღელვარებს
მელნისფერ ნისლში შეხიზნებულს, უნდოს და მდუმარს
გოროზი თვალით გადმოხედავს პირქუშ მწვერვალებს.

წამი წამს მისდევს, თხელი წვიმა ჟინჟლავს თაფლივით
მედუზა კივის, ისევ კივის ჩემში ეულად
ქაოსი მიკმენს ისე როგორც ლურჯი ვამპირი
და უცებ ისევ სული სულში გარდასხეულდა.

ეს ჩემი სული კვლავ სხვაგვარი ძალით ივსება
გამსუბუქდება ლერწამივით ჩრდილი მფრინავი
სხვაგვარი არის ჩაღამებულ გრიგლის ღირსება
სურვილი მისი ცხოველი და დაუძინარი.

რაც უნდა მოხდეს ამ სიყვარულს ვერვინ წამართმევს
თოვლის ისარმა შემაყინა ნოემბერის ელდა
მომენდე ტკბილო, ოცნებები ხარბად გამანდე
და ოქროს ეტლით მოვიჭრები კოშმარში შენთან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →