შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

რიჟრაჟის მზის სხივი

დამჭრის უნდობრად რიჟრაჟის მზის სხივი
გული მაქვს ლამაზი, სიცოცხლით მჩქეფარი
მომწყინდა ფიქრების მჭამელი სიბნელე
მზით მირონცხებული ხალხს გადავემალე

ჩემს გამოქვაბულს დიდება შენატრის
ეგვიპტურ სასწორზე დევს ჩემი გული
დაღონებული ათასფერ თეატრით
და ისე ნაზი როგორც ბუმბული

ველური ჰანგები, ბროლის წყაროსთვალის
სიკვდილის შიშით ღამე ღრინავს ცელი
ჩემი სიხარული, ფსალმუნთა გალობანი
რომელიც დაახშობს ბრბოების ღრიანცელს

სდუმს ედელვაისი, მღვიმეთა სინათლე
ცათა სარკმელნი გაიღო, გაწვიმდა
მოხუც მზეს უღონოს, ტყეები მიათრევს
მწუხარე ლოცვაში ეს გულიც გაწვრილდა▪︎
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →