შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მძინარე ტაძრები

მეცოდებოდნენ მძინარე ტაძრები
თეთრ ღამეებში, ლალიან მთვარეში
მონაზონ კიპარისებს ქარები არწევენ
ჟრიამული აქვთ ჩიტუნებს ყანებში ▪︎

მაყვლის ბუჩქს ცეცხლი როს წაეკიდება
ვიწვი ვით მოსე კოცონით შეპყრობილი
მაგრამ ამაოა, დუმილით ბინდდება
ცრემლებში დნება ღამე , თბილი ცვილი ▪︎

კვლავ ჩიტუნების ჟრიამულს ვისმენ
პაწია გულებიდან სტვენას სევდიანს
ავიხედები ვეება ცისკენ
სად მნათობს სძინავს, ცივს და ბნედიანს ▪︎
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →