ჩანაწერი
Laravel
სიბილ ვეინის დატირება
გულისთქმა ჩემი მგლოვიარე არის მისნობა
წყლის ხავსებშია გადახრწნილი მისი ლეგენდა
ცრემლი ერევა ხორცში შთანთქმულ მარადისობას
მთვარე ცივ ტბორში ატივტივებს სიბილის კენტად ▪︎
არს დორიანი, ცოდვის შვილი ცივი თვალებით
თითქოს ზედ აწევს ლამაზ ნაკვეთებს ცოდვის ლოდები
მდინარის ტბორზე გოლიათი ცივი მთვარეა
და როიალი სიბილ ვეინს კრძალავს გოდებით ▪︎
დაუჩოქებლად ატირდება წყალთან ტირიფი
ნაზი ბაგენი არყოფნაში დამუნჯდებიან
სიბილ ვეინი, დამარხული აკლდამის ნიმფა
სიკვდილს მოუცავს, ავს და სნებიანს ▪︎
პოეტის სული, ტიტანური ქალწულს იგლოვებს
გრეის პორტრეტი სევდიანი, მახინჯი მარად
სიბილ ვეინის მოლანდება, უმწიკვლო სულის
შავ წუთისოფლის დარაჯად მდგარა ▪︎
როს ატირდება ცაზე ვარსკვლავი
ქალწულის ლანდიც ჩვენში სახლდება
თუ სიყვარული ჯვარზე გაგაკრავს
სიცოცხლეც კვდება, ატალახდება !
წყლის ხავსებშია გადახრწნილი მისი ლეგენდა
ცრემლი ერევა ხორცში შთანთქმულ მარადისობას
მთვარე ცივ ტბორში ატივტივებს სიბილის კენტად ▪︎
არს დორიანი, ცოდვის შვილი ცივი თვალებით
თითქოს ზედ აწევს ლამაზ ნაკვეთებს ცოდვის ლოდები
მდინარის ტბორზე გოლიათი ცივი მთვარეა
და როიალი სიბილ ვეინს კრძალავს გოდებით ▪︎
დაუჩოქებლად ატირდება წყალთან ტირიფი
ნაზი ბაგენი არყოფნაში დამუნჯდებიან
სიბილ ვეინი, დამარხული აკლდამის ნიმფა
სიკვდილს მოუცავს, ავს და სნებიანს ▪︎
პოეტის სული, ტიტანური ქალწულს იგლოვებს
გრეის პორტრეტი სევდიანი, მახინჯი მარად
სიბილ ვეინის მოლანდება, უმწიკვლო სულის
შავ წუთისოფლის დარაჯად მდგარა ▪︎
როს ატირდება ცაზე ვარსკვლავი
ქალწულის ლანდიც ჩვენში სახლდება
თუ სიყვარული ჯვარზე გაგაკრავს
სიცოცხლეც კვდება, ატალახდება !
Laravel
კომენტარი
0