შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

საღამო აივანზე

ზაფხულის ძალით სუნთქავს ბათუმი
ვარ აივანზე, მაქვს ლუდის ქილა
საუბარში ვარ ანასთან გართული
მტკივნეულ ფიქრებს წყვდიადში სძინავს

ლამპიონები ქუჩებს ასკდება
ქუჩის ფარნები, ყვითელი მნათობი
თითქოს ხეებში ფიქრებად დნება
და შიგ ჩაამწყვდევს ქარებს გათოკილს

ეს იმპრესია გულს ესალბუნოს
საღამოს ბინდი, ბინდი კრიალა
ჩემი პოემა, სევდის ფსალმუნი
და თეთრი მთვარე, ზეცის იარა ▪︎
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →