შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სევდის აღმაფრენა

არაფერია დიდებიდან წყეულ განჯამდე
ბარათაშვილის სევდის ვიგრძენ მწარე ხანჯალი

მეც ავი ბოლო მელოდება, გრძნობები მახრაჩობს
მარტოობაში დაიძინებს სული ყაყაჩოს !

ანას ცრემლები ჩაიხშობა ყორნის ჩხავილით
გაქრება ჩემი ამბოხება ციურ ნამივით

შემოღამდება მთაწმინდზე , მთვარე იგლოვებს
დაეხმარება მელოდიას ქარის სინქრონი

ჩემი დაკრძალვით თვით მუსიკა ჩაწვეს კუბოში
მიწად ვიქცევი, ამაოა ყველა უკუნში

მწველი გოდება სიზმარია უდაბნოს მტვერში
დაე მეც მწვავდეს აგონია წმინდანის ცრემლში

არაფერია დიდებიდან მართლაც განჯამდე
თუნდ უსასრულო ლოცვის ძალით ღამე გაწვალდე

შენც მოკვდავი ხარ, დაიძინებ ერთხელაც იცი
სანამ იცოცხლებ სიხარულის ალში დაიწვი !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →