შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მაისის ალი

წითურ მაისს შუაღამით ვარდს ეკლიანს
ტყის ფრინველთა გალობები შელეკია

ტყის ფრინველთა მელოდიის ყველა ნოტი
მთვარისფერი ვარდის ვნებით უნდა თრთოდეს

ამ მაისის ქარებია რაც გულს აკრთობს
არ დანაღვლდე ჩემი ბედით ბნელში ვარდო

ელეგია შელეკია ტყიურ ვნებას
ჩემს სარკეში ავი ქარი ჯაჭვით ება

ეს ციური მანანაა ცივ უდაბნოს
უცზო მეხით სიხარული სიკვდილს ჭარბობს

მაისი გწვავს , არ დანებდე , იგრძენ ძალა
შენი ცრემლით დაფიონზე მზეს თვალები დაეღალა

მზე ცრემლს იშრობს , წვიმა ეცხო ვარდის ფურცელს
მეც ვარდივით ავყვავილდი, გავიფურჩქნე !

ჩუმად სევდავ , მაისობას ქარს წაჰყევი
ვიყო ერთხელ ბედნიერი, ნუღარ მწყევლი !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →