შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ვარდი

სისხლა ვარდზე ლოცვის წიგნი ზეცას მისწვდა
ლოცვის წიგნი ყორანს ფრთებსაც გაულურჯებს
წმინდა ვნება ასამარებს კუბოს ფიცარს
და დაათრობს ვარდის სუნი ალით ფურცელს

შურის თვალი ულევ ბრბოებს ასულდგმულებს
ჩემი ბაგეც ამ ტალახში არჩევს დუმილს
არ ეძინოთ გეენაში ტყის შვილ ტურებს
წრწოდეს ვარდი წითელ ალში გარიყული

ღამის ბნელში ვარდი მოჰგავს წითურ მთვარეს
ვარდი ტოკავს და ნელინელ მიდის ჟამიც
მის ვნებებში ეკალაყრილ აანჩხლებას
გახლეჩილი იგი ვარდი წმინდა არის !

ვარდი ტალახს ჩავარდნილა , არ დავბერდე
თითქოს წყვდიადს დაეწყევლა კაცის ნეკნი
ვარდის ვნება იმედს ქარში დაიგულებს
და წაიმტვრევს ლაფდაჟაჟღულ ლამაზ ეკლებს

ლოცვის წიგნი წითელ ვარდზე, სხვა ედემი
აიკინძა ქარიშხლებში , სტვენს ბულბული
ნაზი ღამე და ლამაზი ტბის გედები
ლოცვის წიგნით შეპყრობილი ჩემი გული !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →