შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ნაზი სულის სიმღერა

პეპლის ფრთებივით სული ნაზია
სხეული სუსტია როგორც ლერწამი
მაქვს ზეციური მე ფანტაზია
ჩაუმქრალ ალით მინდა ვეწამო ▪︎

ნაღვლიან ხეებს ქარები ლეწავენ
ქარი იკმინება როგორც აფთარი
ადამის მოდგმიდან გადახვეწილი
და პოემების სისხლით გამთბარი

მე ვეჭიდები კვდომის სიმწარეს
უთანასწორო ბრძოლით დავლივარ
კავკასიონი დახუჭავს თვალებს
მთები მარადის მოჩანს სახლიდან

მაწვება სევდა ტანჯულ მსოფლიოს
მალე მოვკვდები პეპელას მსგავსად
მთვარე აწამებს მონუსხულ სოფელს
მე წასასვლელი არა მაქვს არსად ▪︎
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →