შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე ჩემს საქციელს

მე ჩემს საქციელს თავად არ ვინდობ,
თავს მომავალში, შენით ვიმშვიდებ.
მე ვხვდები უკვე ღმერთიც არ მინდობს.
უფრო მაკვირვებს შენი სიმშვიდე.

სიცოცხლის ბოლოს მაინც გავიგო.
რატომ გატკინე, თუმცა ვერ ვხვდები.
შენი გულისთვის ბევრი გავიღო,
აწი ვინ იცის როდის შეგხვდები...

სიკვდილის წინ, რომ მაინც გამიგო.
შენს გრძნობას მაინც დღემდე ვინახავ,
წუხელ უაზრო ფიქრმა წამიღო.
და წამიყვანა იქეთ კინაღამ.

ვგრძნობ ყველაფერი აქვე მთავრდება.
მე მინდა მხოლოდ ბოდიშის მოხდა,
ჩემი ბრალია ეს ყველაფერი,
ეს განსაცდელი რაც ჩემს თავს მოხვდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →