შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ისევ კამათი

ისევ კამათი, ვებრძვით ერთმანეთს.
ვიცი რომ სული გტკივა უჩემოდ.
მკვდარი გულები ისევ ფეთქავენ.
ამბობენ სიკვდილს გადაურჩნენო.

ირგვლივ ათას ფრად, მორთულ ყვავილებს.
შეყვარებულებს ვარდებს ჩუქნიან.
შენ არასოდეს არხარ სხვა ვინმე.
ჩემი უკუნიც, ჩემთვის შუქია.

იცი მინდოდა ამ გაზაფხულზე.
წყალივით ქვებზე გადამერბინა.
ბევრი ვეცადე ან ვერც შევძელი.
ეს სიყვარული გადამერჩინა.

იცოდე ერთ დღეს, რომ შეხვდებიან.
ხორცს გაყრილები ჩვენი სულები.
ან შენი თავი რამ დამავიწყა.
არც ჩემი თავი გახსოვს სრულებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →