შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მე და პოეტსშუა კალამი ჩადგა

მე და პოეტს შუა კალამი ჩადგა.
კალმით ლექსს ვხატავთ, ფუნჯით ყვავილებს.
გამოძერწილო, მიწიდან კაცად.
სირთულეს მითხარ რა გიადვილებს.

იცით თუ არა? რომ პოეტებმა.
კარგად იციან ქალების ფასი.
ხანდახან კუთვნილ, პირამდე სავსეს.
სხვისი სწყურიათ, დაცლილი თასი.

რითმები სტროფებს საერთოდ აცდა.
შავი თესლები თეთრი ხნულიდან.
ვნებები სხვასთან შემთხვევით წამცდა.
იმ დაწყევლილი გაზაფხულიდან.

ეჰ, ვინ რა იცის პოეტის განცდას.
ან რა რითმები შერჩა სურვილად.
პოეტს და ჩემს შუა კალამი ჩადგა.
და მოწყურება დარჩა წყურვილად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →