შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სიტყვა რომელიც არ ერჩის არვის

სიტყვა რომელიც არ ერჩის არვის.
სიტყვა რომელიც გულში არის გადანახული.
ვერ მივხვდი აზრი იმ სიტყვის მალვის.
რომელ სიტყვაშიც ჩანს გაზაფხული.

მორცხვია, თბილი. სინაზეს მალავს.
თითქოს არ უნდა, რომ გაგაკვირვოს.
სიტყვების ომში დიდი აქვს ძალა.
და ბედნიერიც შეუძლია მწარედ აკივლოს.

უზომოდ ტკბილი ვით თაფლის ფიჭა.
ტკბილსა და მწარეს ერთად აგროვებს.
დაბადებული მარადიულ ფიქრად და ნიჭად.
გულს ჟანგ მოდებულს მოაოქროვებს.

რთულად სათქმელი, გასაშლელი პატარა კვირტი.
ბოლოს ყვავილი, ქვითინივით ყველგან ისმოდა.
სატარებელი მძიმე, მჩატე, საამო ტვირთი.
სიცოცხლე მკვდარი იქნებოდა ურომლისოდა.
❤️სიყვარული❤️
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →