ჩანაწერი
Laravel
ზეცა და მიწა ირხეოდა
ზეცა და მიწა ირხეოდა,
როგორც აკვანი.
ცა, სისხლის ფერად იღებება,
ველის ყაყაჩო.
მეორედ მოსვლის
იწყებოდა წარმოსახვანი.
და ძველ ტაძარზე,
შეურხევლად იდგა ხარაჩო.
კაცობრიობის ნაწილმა შექმნა,
შავი მესია.
როდის დავთესეთ ბოროტება,
ნეტავ ამდენი.
ჩვენივე ხელით, რომ ვანგრევდით
ეს ეკლესია.
ეხლა იმკება სიძულვილის,
გადმონადენი.
ყველა ლოცულობს,
ვინც ვერ იწამა ადრე სალოსი.
და მტკივნეულად,
ის ლურსმნები სულზე მიესო.
მგონი დრო დადგა, რომ
ჩავიცვათ თეთრი სამოსი.
დიდება შენდა, დიდება შენდა,
ქრისტე იესო!
ნუ გვავიწყდება დიდმა წარღვნამ,
ზეცა დაფარა.
ცეცხლოვან წვიმებს
კვლავ ნაკურთხი წყალი აპკურა.
ხუროთმოძღვრებმა, რომ
ააგეს ჯვარი, საფარა.
დედამიწაზე კვლავ სიყვარულმა დაისადგურა.
როგორც აკვანი.
ცა, სისხლის ფერად იღებება,
ველის ყაყაჩო.
მეორედ მოსვლის
იწყებოდა წარმოსახვანი.
და ძველ ტაძარზე,
შეურხევლად იდგა ხარაჩო.
კაცობრიობის ნაწილმა შექმნა,
შავი მესია.
როდის დავთესეთ ბოროტება,
ნეტავ ამდენი.
ჩვენივე ხელით, რომ ვანგრევდით
ეს ეკლესია.
ეხლა იმკება სიძულვილის,
გადმონადენი.
ყველა ლოცულობს,
ვინც ვერ იწამა ადრე სალოსი.
და მტკივნეულად,
ის ლურსმნები სულზე მიესო.
მგონი დრო დადგა, რომ
ჩავიცვათ თეთრი სამოსი.
დიდება შენდა, დიდება შენდა,
ქრისტე იესო!
ნუ გვავიწყდება დიდმა წარღვნამ,
ზეცა დაფარა.
ცეცხლოვან წვიმებს
კვლავ ნაკურთხი წყალი აპკურა.
ხუროთმოძღვრებმა, რომ
ააგეს ჯვარი, საფარა.
დედამიწაზე კვლავ სიყვარულმა დაისადგურა.
Laravel
კომენტარი
0