შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

თავისუფლება

ჩავლილს ცხოვრებას შემოხედავს, ჩავლილს ზურგს უკან.
ვეღარც გრძნობს რკინის ბორკილების, ფეხზე სიცივეს.
თითქოს მისივე ნაცხოვრები, მასვე გულს უკლავს.
ხანაც წყინს, ხანაც უხარია წარსულს იცილებს.

თუმცა ფიქრობს, რომ არ იცხოვრა მან უღიმღამოდ.
ხან სიხარულით, ხან სევდით თუ ტკივილებს მიღმა.
ბევრჯერ დაჩოქილს მოუვლია, ირგვლივ მიდამო.
ვერვინ ხვდებოდა სახეზე, რომ იცვლიდა ნიღაბს.

წუხს, რომ მისივე შექმნილი ფილმის, გაქრა ჩვენება.
მაყურებელთა, არც ოვაცია არც აღტაცება.
აღარც უდაბნოს, ცხელი მზის ათბობს ბედნიერება.
მისდევს გაქცეულს, საკუთარ სულს დასატაცებლად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →