შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ხვალემ იზრუნოს ხვალისა

მთვარე ანათებს ღამით გუმბათებს,
თითქოს ტაძრები გაახალისა.
აბა მზე ეხლა სულ სხვას უნათებს,
ხვალემ იზრუნოს თუნდაც ხვალისა.

არსაიდან მაქვს ცოტა ნუგეში,
გრძელი ავდრები დარმა შემუსრა.
მინი ნავების ნავსაყუდელში,
გაუადვილეს გემებს შემოსვლა.

რთულია გულმა გაუძლოს ამდენს,
ესე ცხოვრება მღლის და მაოსებს.
და გაუხსნელი საქმეებივით,
ჩემი ცხოვრბაც შედეს თაროზე.

გაქცევას ვგეგმავ მე სხეულიდან,
გულის გისოსის ვეძებ გასაღებს.
დაწყობას ვცდილობ არეულიდან,
და ველოდები ვინ გამასაღებს.

ბევრი ვეცადე ცოტაც გამეძლო,
და დავინახე სამყარო ცერად,
ძალით გავრბოდი, აღარ შემეძლო,
სამოთხის მდორე სიმშვიდის ცქერა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →